SBI Holdings-ი კრიპტოვალუტის ფონდს ქმნის

0
1096

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონური ფინანსური კონგლომერატი SBI Holdings-ი გეგმავს შექმნას ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ფონდი, რომელიც ინვესტორებს კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

SBI, რომლის მიზანია ნოემბრის ბოლოსთვის ჰქონდეს კრიპტოვალუტის ფონდი, იაპონიის მაცხოვრებლებს შესთავაზებს ინვესტიციის ჩადებას ბიტკოინში ეთერიუმში, Bitcoin Cash-ში, ლაიტკოინსა და რიპლიში.

”მე მსურს, რომ ხალხმა შეინარჩუნოს კრიპტოვალუტა სხვა აქტივებთან ერთად და თავიდანვე ყველამ გაიაზროს, თუ რამდენად სასარგებლოა ეს პორტფელების დივერსიფიკაციისთვის,” – განაცხადა SBI Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან ასევე დასძინა, რომ SBI განიხილავს მეორე კრიპტო ფონდის ამოქმედებას, რაც დამოკიდებულია პირველის წარმატებაზე.

კრიპტო ფონდი პოტენციურად ამოქმედდება ქვეყნის მარეგულირებლის, ფინანსური მომსახურების სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ.

მარეგულირებელი ასევე მოითხოვს სავალდებულო რეგისტრაციას კრიპტო ბირჟებზე და ლიცენზირებას იმ პლატფორმებისთვის, რომლებიც იაპონიაში მუშაობენ.

დირექტორის განცხადებით, ფონდი იაპონიის საზოგადოებისთვის იმუშავებს, რათა კრიპტოვალუტები იყოს დაბალანსებული საინვესტიციო პორტფელის ნაწილი და არა, უაღრესად არასტაბილური და სპეკულაციური აქტივები.

უნდა აღინიშნოს, რომ SBI უკვე ოთხი წელია კრიპტოვალუტის ფონდის შესაქმნელად მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი