ჩარლზ ჰოსკინსონი: თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში კრიპტოვალუტას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს

0
1271

კარდანოს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში კრიპტოვალუტას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

კარდანოს დამფუძნებელი, ჩარლზ ჰოსკინსონი მიიჩნევს, რომ ციფრულმა ვალუტებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ავღანელი მოქალაქეების ფინანსური კონფიდენციალურობის დაცვაში.

CNBC–სთან ინტერვიუში ჩარლზ ჰოსკინსონმა განაცხადა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ კრიპტოვალუტები თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ როლს შეასრულებს.

ჰოსკინსონმა ხაზი გაუსვა ავღანეთში ფინანსური კონფიდენციალურობის დაცვის ტექნოლოგიების აუცილებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მოუტანს კრიპტოვალუტა ავღანურ საზოგადოებას ძალიან ზოგადია, ციფრული ვალუტების გამოყენება, სავარაუდოდ, ავღანელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს თავი აარიდონ თალიბანის მცდელობებს თვალყური ადევნონ მათ პირად ხარჯებს.

ცოტა ხნის წინ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანელების დასახმარებლად არაკომერციული ორგანიზაციები კრიპტოვალუტაში შემოწირულობას მიიღებენ.

Hearts & Homes for Refugees-ი, ნიუ-იორკში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, ამჟამად ითხოვს შემოწირულობებს, რათა დაეხმაროს დაახლოებით 20,000 ავღანელს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება ქვეყანაში და შეერთებული შტატების ხელისუფლებას სპეციალური საიმიგრაციო ვიზას ელოდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი