ანალიტიკოსები: სექტემბერში ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება

0
1252

2021 წელი სხვა წლებისგან არ იქნება განსხვავებული. ეს კი ნიშნავს, რომ სექტემბრის თვეში ბიტკოინის ფასის მერყეობდა ხშირად დაფიქსირდება.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინმა 2021 წელს შესაძლოა, ახალ რეკორდს მიაღწიოს, მაგრამ ეს ამ თვეში არ მოხდება.

ფასების ისტორიული მონაცემები ადასტურებს, რომ სექტემბერში ბიტკოინის ფასი იკლებს.

ექსპერტების თქმით, ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი შესაძლოა, მაქსიმუმ 6%-მდე გაიზარდოს.

მაგალითად, შარშან 2 სექტემბერს ბიტკოინის ფასმა დაიკლო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინა დღეს ბიტკოინის კურსმა 12.000 დოლარის ნიშნული დასძლია.

2 სექტემბერს კი კრიპტოვალუტის კურსი 12.000-დან 11.378 დოლარაზე დაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე-ღამის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 5.30%-ით შემცირდა. ამასთანავე, ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელმაც დაიკლო და დაახლოებით 56.2%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ სექტემბერს, დღის ბოლოს, ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაცია 909 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი