ჩიკაგოში დაფუძნებული ცხოველთა თავშესაფარი დონაციის სახით კრიპტოვალუტას მიიღებს

0
1000

ჩიკაგოს ცხოველთა თავშესაფარი დონაციის სახით ციფრულ ვალუტებს მიიღებს.

PAWS Chicago, ცხოველთა სამაშველო ორგანიზაცია, რომლის მიზანია თავშესაფრებმა შეწყვიტონ ევთანაზიის გამოყენება მისი მობინადრე კატებისა და ძაღლებისთვის, ახლა კრიპტო შემოწირულობების მიღებას დაიწყებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავშესაფარი მიიღებს ბიტკოინს, ეთერიუმს, Dogecoin-ს და სხვა ვალუტებს, რათა ხელი შეუწყოს საქმიანობას, რომელიც უსახლკარო კატებისა და ძაღლებისათვის ახალი საავადმყოფოებისა და თავშესაფრების გახსნას გულისხმობს.

ორგანიზაცია მიზნად ისახვას, პოტენციური დონორებისთვის ტექნიკურად დახვეწილი დონაციის შეთავაზებას, რაც ხელს შეუწყობს კრიპტო შემოწირულობების უფრო ფართომასშტაბიან მიღებას.

ორგანიზაციის თანახმად, კრიპტო შემოწირულობები შეიძლება გამოყენებულ იქნას აშშ-ში კატებისა და ძაღლების სტერილიზაციისათვის. ეს კი ხელს უწყობს ჩიკაგოს უსახლკარო ცხოველების რაოდენობის შემცირებას.

PAWS Chicago–მ განაცხადა, რომ მან ჩაატარა 300,000 ასეთი ოპერაცია 25–წლიანი მუშაობის პერიოდში. ახალი სამედიცინო ცენტრი კი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მცდელობები ცხოველების გადარჩენის მიზნით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი