მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუბის მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულირებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, კარიბის ზღვის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტაზე მარეგულირებელ წესებს შემოიღებს.
ასევე მოსალოდნელია, რომ კუბის ხელისუფლებამ კრიპტო ბიზნესისთვის მუშაობის ლიცენზია გასცეს.
ამ ეტაპზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნული სიახლე პოზიტიურად მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბიზნესის უმეტესობა კუბაზე არ ფუნქციონირებს რეგულირების ბუნდოვანებისა და აშშ-ს სანქციების გამო კუბაზე ციფრული ვალუტის რამდენიმე ბირჟა უკვე თითქმის ორი წელია ოპერირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კუბაზე ციფრული ვალუტის პირველი ბირჟის გახსნის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა.
ქვეყნის ციფრული ვალუტის პირველ ბირჟას Fusyona ჰქვია.
პლატფორმა კლიენტებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ტრანზაქციები კრიპტოვალუტით განახორციელონ.
შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია კუბა აშშ-ს ფინანსური ემბარგოს ზეწოლას განიცდის. მსგავსად ვენესუელისა და სალვადორისა ციფრული ვალუტა კუბისთვის შესაძლოა, ხელსაყრელი ფინანსური შესაძლებლობა აღმოჩნდეს.