“განას ციფრული ვალუტა კრიპტოვალუტის მსგავსი უნდა იყოს”,- აღნიშნულია Afroblocks-ის განცხადებაში.
განას ცენტრალური ბანკის უახლესი ინიციატივას ციფრული ვალუტის ჩაშვების შესახებ, მთავრობა სკეპტიციზმით შეხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ Afroblocks-ი, შიდა დამოუკიდებელი ასოციაცია, სპეკულირებს ცენტრალური ბანკის განზრახვების სიცხადის ნაკლებობაზე.
Afroblocks (ადრე Blockchain Society Ghana) აფრთხილებდა მთავრობას, თავი დაეღწია ძველი ტრადიციული ფინანსური აზროვნებისგან, როდესაც გეგმავდა და ამუშავებდა ციფრულ ვალუტას. უფრო სწორად, Afroblocks–ის თანადამფუძნებელმა, ომარ მაჯდუბმა აღნიშნა, რომ განაში სტაბილკოინის წარმატება კრიპტოვალუტების “მიბაძვის” უნარში გამოიხატებოდა. ეს კი გულისხმობს საზღვრების გარეშე არსებობას და დეცენტრალიზაციას.
ბანკი სტაბილკოინის პროექტის განვითარებისთვის გერმანიის ფასიანი ქაღალდების კომპანია Giesecke+Devrient-თან თანამშრომლობს.
განას პილოტურ პროგრამაში გერმანული კომპანიის მონაწილეობის მიუხედავად, ომარ მაჯდუბმა აღნიშნა, რომ ბანკს სურვილი არ აქვს ღიად განიხილოს მოვლენები მსგავსი გამოცდილების მქონე ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
ომარ მაჯდუბმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა განაში კრიპტოვალუტების არსებობა, რადგან ქვეყანა ამჟამად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ სიცხადეს მომხმარებელს არ სთავაზობს.