სინგაპურის ერთ-ერთმა ბანკმა კრიპტოვალუტის მომსახურების სფერო გააფართოვა

0
1235

სინგაპურის უმსხვილესმა ბანკმა, DBS-მ კრიპტოვალუტის მომსახურების სფერო გააფართოვა.

“DBS ბანკის საბროკერო ჯგუფმა DBS Vickers-მა პრინციპული დამტკიცება სინგაპურის მონეტარული ორგანოსგან ციფრული გადახდის ნიშნის მომსახურების უზრუნველსაყოფად მიიღო”,- აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ წერილში.

თანხმობა გაიცემა სინგაპურის გადახდის მომსახურების აქტის შესაბამისად, რაც ბანკს გზას უხსნის ლიცენზიის მიღებაში. ლიცენზირების შემდეგ, კომპანიას შეეძლება უშუალოდ დაუჭიროს მხარი მენეჯერებს და კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ ციფრული გადახდის ნიშნებით DBS ბანკის კრიპტოვალუტის ბირჟის მეშვეობით. კრიპტოვალუტის ბირჟის სახელწოდებაა DBS Digital Exchange-ი.

განცხადების გამოქვეყნებასთან ერთად ბანკის ციფრული ვალუტის ბირჟა ორშაბათიდან 24 საათიან რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. ეს კი საშუალებას მისცემს ინვესტორებს ნებისმიერ დროს ივაჭრონ.

მანამდე ბირჟა მხოლოდ აზიის რეგიონის სასაათო სარტყელში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, DDEx მხარს უჭერს ისეთი კრიპტოვალუტების ვაჭრობას, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ბიტკოინ Cash-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი