G20 სამიტის დოკუმენტის პროექტის მიხედვით, კრიპტოვალუტა მხოლოდ ციფრულ აქტივად განიხილება

0
3113

არგენტინაში კრიპტოვალუტის საკითხის ირგვლივ მიმდინარე G20 სამიტის დოკუმენტის პროექტი Bloomberg-მა მოიპოვა. დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტას სრულფასოვანი ვალუტის შესაძლებლობები არ გააჩნია.

ეს კი ნიშნავს, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები კრიპტოვალუტას აღიარებენ ციფრულ აქტივად და არა, ვალუტად.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, დისკუსია კრიპტოვალუტის დეფინიციაზე მიმდინარეობდა.

2009 წელს G20-ის მიერ საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური სტაბილურობის საბჭო ჩამოყალიბდა. საბჭოს თავმჯდომარე კლაას კნოტმა, რომელიც აგრეთვე, არის ნიდერლანდების ცეტრალური ბანკის პრეზიდენტი Bloomberg-თან საუბრისას აღნიშნა: “თუ თქვენ ამას კრიპტო აქტივს, კრიპტო ტოკენს უწოდებთ, მე მას ერთმნიშნელოვნად, არ განვიხილავ, კრიპტო ვალუტად”.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვნად დაახლოებით, 1000 დოლარით მას შემდეგ მოიმატა, რაც ინგლისის ბანკის მმართველმა ოფიციალურ წერილში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა მსოფლიო ეკონომიკისთვის რისკს არ წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი