ინდოეთი Blockchain-ს სერთიფიკატების გადასამოწმებლად გამოიყენებს

0
1022

ინდოეთი ეთერიუმის Blockchain-ს სადიპლომო სერთიფიკატების გადასამოწმებლად გამოიყენებს.

ქვეყნის მთავრობამ ინდურ Blockchain სტარტაპ LegitDoc–თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

მედიასთან საუბრის დრო LegitDoc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნილ მარტისმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერთიფიკატები გადამოწმებულია ტრადიციული მეთოდებით, MSBSD დაიწყებს მხოლოდ ციფრული შემოწმების მეთოდის ადვოკატირებას.

ძირითადი ინსტიტუტები, როგორიცაა ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი და აშოკას უნივერსიტეტი, მოლაპარაკებებს აწარმოებენ მსგავსი გადაწყვეტილების განსახორციელებლად დოკუმენტების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებული თაღლითობის აღკვეთის Blockchain შესაძლებლობის მითითებით, MSBSD-ის თავმჯდომარემ, ანილ ჯადაჰომ აღნიშნა:

”ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა მთავრობის მიერ გაცემული დოკუმენტების გაყალბება, რამაც დაზარალებულ მხარეებს დიდ ფინანსურ ზარალთან ერთად რეპუტაციაც შეულახა.”

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის საარჩევნო კომისია მუშაობდა ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, “მადრასის” მკვლევრებთან ერთად, საიმედოობის გადამოწმების უსაფრთხო Blockchain სისტემის შესაქმნელად და ქვეყნის შორეული რეგიონებიდან და მის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის დასანერგად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი