2 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1086

ორშაბათს, 2 აგვისტოს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები წინა დღის მაჩვენებლებთან შედარებით ოდნავ შემცირებულია.

ბიტკოინი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 4.38%-ით არის შემცირებული, ხოლო კრიპტოვალუტის ღირებულება 39.615 დოლარს შეადგენს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუკი ბიტკოინი 40.000 დოლარის ბარიერს გადალახავს მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 42.400 დოლარი იყოს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.28%-ით გაიზარდა და კრიპტოვალუტის ფასმა 2.612 დოლარი შეადგინა.

კრიპტოვალუტის ბაზრის ანალიტიკოსები ეთერიუმთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ და ამბობენ, რომ თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მაშინ შესაძლოა, რომ ფასმა 2.800 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 2 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 612 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი