ყაზახეთის მთავრობა ბანკებს საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტის ოპერაციებისთვის ანგარიშები გახსნან

0
1278

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ოფიციალური უფლებამოსილების გაცემას ადგილობრივი საბანკო ინსტიტუტებისთვის გეგმავს, რათა ბანკებმა ანგარიშები კრიპტოვალუტის ოპერაციებისთვის გახსნან.

“ყაზახეთის რამდენიმე ბანკი მალე ოფიციალურად მიიღებს მომსახურებას კომპანიებისთვის და ბიზნესისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტის სექტორში მოღვაწეობენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას კვირის ადგილობრივი ამბების არხი Khabar 24 ავრცელებს.

მოხსენებაში გაკეთებულია ყაზახეთის მონაცემთა ცენტრის მრეწველობისა და Blockchain ასოციაციის აღმასრულებლების მითითები, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ საპილოტე პროგრამაში.

კრიპტოვალუტის ბირჟებს შესაძლებლობა ექნებათ ითანამშრომლონ ბანკებთან და გაიარონ რეგისტრცია სურვილის შემთხვევაში, რომელიც ასტანას ფინანსურ ცენტრში წარიმართება.

სავარაუდოდ, საპილოტე პროექტი გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში, რომლის მიზანი იქნება ადგილობრივი კრიპტო ბიზნესებისათვის ლეგალურად უზრუნველყონ კრიპტოსაინვესტიციო სერვისები და ინვესტორებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ შეიძინონ და გაყიდონ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი.

“პროექტის ფარგლებში, ყაზახეთის მთავრობა ასევე აპირებს შეაფასოს ციფრული ვალუტის ინვესტიციასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები, რადგან კრიპტო ვაჭრობა ჯერ კიდევ არ არის კანონიერად მიღებული ქვეყანაში”,- აღნიშნულია მოხსენებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი