Gallup Poll: 2018 წლის შემდეგ ბიტკოინის მფლობელი ინვესტორების რიცხვი გაზრდილია

0
1508

Gallup Poll-ის კვლევის თანახმად, 2018 წლის შემდეგ ბიტკოინის მფლობელი ინვესტორების რიცხვი გასამმაგდა.

ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიტკოინმა მოიზიდა ახალგაზრდა ამერიკელი ინვესტორების სამჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე 2018 წელს, რაც ინფორმირებულობის, ინტერესის და საკუთრების მოთხოვნის ხარჯზე მოახერხა.

გლობალური ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანიის Gallup-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ს ჰოლდინგში ბიტკოინის ინვესტორების რიცხვი 2018 წელს 2%-იდან 2021 წლის ივნისამდე 6%-მდეა გაზრდილი.

ინვესტიციები კი განხორციელებულია აქციებში, ობლიგაციებში ან ორმხრივ ფონდებში. სტატისტიკა ასევე აჩვეენებს, რომ 50 წლამდე ასაკის გამოკითხულ ინვესტორებს შორის ბიტკოინის მფლობელობა გასული სამი წლის განმავლობაში 3%-დან 13%-მდე მოიმატა. ინსტიტუციური ინვესტორების კრიპტოვალუტაში საკუთრება 1%-დან 3%-მდე გაიზარდა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს მოკრძალებული საკუთრებები, რაც კრიპტოვალუტაში ფიქსირდება მომავალში სხვა ინვესტიციებს საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი