Gemini Binance-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება

0
1586

Gemini-ს ბირჟის თანადამფუძნებელმა, კამერონ უინკლევოსმა განაცხადა, რომ კომპანია აკვირდება, მიმდინარე პერიოდში, მოცულობით ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის ბედს, რადგან მარეგულირებლები უფრო მეტად აკონტროლებენ არაკონტროლირებად ბირჟებსა და ატარებენ შესაფერის სანქციებს მათ წინააღმდეგ.

როგორც Bloomberg-ი იტყობინება, კამერონ უინკლევოსმა ხაზი გაუსვა მარეგულირებლის მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობას.

კომენტარების გაკეთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ Binance-ი მარეგულირებელების მხრიდან ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშაა. ფინანსური ქცევის ორგანომ Binance-ს განუცხადა, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს რეგულირებადი საქმიანობა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კანადა და ა.შ.

აღნიშნული ზეწოლა კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ბირჟამ საგრძნობლად შეამცირა კლიენტთა მომსახურება. ამავე პერიოდში, Bloomberg-მა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი, შიდა შემოსავლების სამსახური და საქონლის სავაჭრო კომისია აქტიურად იკვლევდა Binance-ის ბიზნესის ასპექტებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი