ნიგერიის საშუალო სკოლა კრიპტოვალუტით გადახდას დაუშვებს.
ნიგერიის ქალაქ კანოს მახლობლად მდებარე საშუალო სკოლამ განაცხადა, რომ იგი მიიღებს სკოლის სწავლის საფასურს კრიპტოვალუტაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, ცოტა ხნის წინ, ციფრული ვალუტის შესახებ კანონი გაამკაცრა.
“ჩვენ გვჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ციფრული ფული უფრო მეტ მოწონებას დაიმსახურებს, ვიდრე ქაღალდის ფული”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, საბიუ მუსა ჰარუნამ.
Sabi’u Musa Haruna-მ, რომელმაც სკოლაში მუშაობა დაიწყო 2017 წელს, ნიგერიის მთავრობას მოუწოდა კრიპტოვალუტის მოწესრიგებისა და რეგულირებისაკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მას საკუთარი თავი აღნიშნული პროცესების რეგულირების მომლოდინეთა სიაში არ მოუაზრებია.
”ჩვენ გადავწყვიტეთ კრიპტოვალუტა მივიღოთ, როგორც სკოლის საფასური, რადგან დღეს მსოფლიო ამ სისტემისკენ მიდის”, – აღნიშნა Sabi’u Musa Haruna-მ.
მან მოიყვანა ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა სალვადორი და ტანზანია, რომლებიც აფართოებენ გადახდის ვარიანტებს კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის.