კრიპტოვალუტების ფასები კვლავ შემცირდა

    პირველ ივლისს ციფრული ვალუტების ფასები ძლიერ რყევას განიცდიდა.

    დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი დაახლოებით 6%-ით დაეცა.

    გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 523 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 533 დოლარს შეადგენდა.

    ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 499 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 526 დოლარზე დაიხურა.

    თუკი ალტკოინის ფასი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელი დონე 400 დოლარია.

    ამჟამად, ალტკოინის კურსი 490 დოლარს შეადგენს. ბოლო 7 დღის განმავლობაში ფასი 0.51%-ით არის მომატებული.

    რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 136-სა და 146 დოლარს შორის მიმდინარეობდა. დღეს კი, ფასმა 137 დოლარამდე დაიკლო.

    ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 135 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი 3.70%-ით არის შემცირებული.

    იმ შემთხვევაში, თუ კურსი კიდევ უფრო დაეცემა, მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 100 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *