HSBC-ი გაერთიანებული საამიროების Blockchain პლატფორმაზე მუშაობას იწყებს

0
1242

საბანკო გიგანტმა HSBC–მ ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანიამ წარმატებით დანერგა Know-Your-Customer-ზე ფოკუსირებული Blockchain პროგრამა.

HSBC არის პირველი კომპანია, რომელიც UAE KYC Blockchain Platform-ზე ოპერირებას დაიწყებს.

პლატფორმის შექმნას კი დუბაის მთავრობა უჭერს მხარს. იდეა დუბაის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტმა განავითარა.

UAE KYC Blockchain Platform-ი არის ეროვნული ეკოსისტემა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების სალიცენზიო ორგანოებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ინფორმაციას დაამუშავებს.

Gulf News–ის თანახმად, HSBC–ი დაამტებითი პლატფორმებით, ინვესტორებს საშუალებას მისცემს გახსნან საერთაშორისო ანგარიშები ონლაინ, იმ მონაცემებზე დაყრდნობით რომლებიც უკვე გადამოწმებულია სხვა ბანკების მიერ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.

დუბაის ეკონომიკის განვითარების დირექტორმა, ომარ ალ მეჰაირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეფექტური დროის დაზოგვისა და ბიზნესის საერთო ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების პლატფორმის შექმნა მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები Blockchain ტექნოლოგიას დისტანციური სამართალწარმოების სერვისებისთვის იყენებს.

Blockchain-ის მიღებით, შემცირდება დრო, ძალისხმევა და ხარჯი, რომელიც სჭირდება იუსტიციის სამინისტროს, რათა კონტრაქტები და დოკუმენტაცია გადაამოწმოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი