Bakkt–მა საკუთარი სადებეტო ბარათი წარმოადგინა

0
1102

ციფრული ვალუტის ბირჟა Bakkt–მა საკუთარი სადებეტო ბარათი წარმოადგინა. ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტო საცალო შესყიდვებისთვის გამოიყენონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ სრულად ციფრული ბარათის გამოცემა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დახარჯონ ბიტკოინი თავიანთი Bakkt-ის ანგარიშებიდან, კრიპტოვალუტის გადაკონვერტირების გარეშე.

“წარმოიდგინეთ ბიტკოინის მომხმარებელი, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას ხედავს. ახლა, იმის ნაცვლად, რომ გაყიდონ და დაელოდნენ ბანკში გადარიცხვას, მათ უბრალოდ შეეძლებათ შევიდნენ თავიანთ საყვარელ მაღაზიაში და Bakkt-ის ბარათი სასურველი ნივთი შეიძინონ”,- აღნიშნა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა, გევინ მაიკლმა.

აღსანიშნავია, რომ Bakkt-მა ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტის ლიცენზია 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო.

ის რიგით 29 კრიპტო კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ლიცენზიის მფლობელია. პირველად ლიცენზია Paxos–ს 2015 წელს მიენიჭა.

ლიცენზია წარმოადგენს ნიუ–იორკის მარეგულირებლის მიერ გაცემულ ნებართვას. ლიცენზიის მიღების შემდეგ Bakkt-ს შესაძლებლობების ახალი და ფართო გზა გაეხსნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი