ირანში პოლიციამ არალეგალური მაინინგისთვის 3.000-მდე ადამიანი დააკავა

0
1015

ირანის სამართალდამცავი უწყება აგრძელებს სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების გატარებას არალეგალური კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ.

ქვეყნის პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში 50-ზე მეტი ადგილი აღმოაჩინა, საიდანაც 7000-მდე უკანონო კრიპტომოპოვების დანადგარი ამოიღეს.

ქვეყნის ელექტრო ქსელის ექსპერტთა შეფასებით, მაინერები, რომლებიც მუშაობენ სრული სიმძლავრით, შეადგენენ ირანში საშუალო დღიური ენერგიის მოხმარების დაახლოებით 4%-ს.

თეირანის პოლიციის უფროსმა, ჰოსეინ რაჰიმმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეიდები გაგრძლედება. ამჟამად, კი 3000-მდე არალეგალური კრიპტომომპოვებელია დაკავებული.

აღნიშნული რეიდების ციკლი ეხმიანება ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანმის მიერ მაისის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან კრიპტოვალუტის მაინინგის ფუნქციონირება სექტემბრამდე აკრძალა.

აკრძალვის მიზანი კი ზაფხულის განმავლობაში ირანის მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებით უზრუნველყოფაა.

მაისის ბოლოს ირანის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა, მუსტაფა რაჯაბიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გამოყენებით ლეგალური არ იყო. ამრიგად, მაინერებს კანონის დარღვევისთვის დიდი ფულადი ჯარიმების გადახდა მოუწევდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი