Amber Group-ის კაპიტალი ერთ მილიარდ დოლარს აღწევს

0
1130

კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმამ Amber Group-მა წარმატებული B სერიის ფონდების შეგროვების შემდეგ 100 მილიონი დოლარი დაამატა თავის ფულად სახსრებს, რაც სრული ბიუჯეტის წინასწარი შეფასებით უკვე 1 მილიარდ დოლარს აღწევს.

“ფულადი სახსრები გამოყენებული იქნება გლობალური ოპერაციების გაფართოების მიზნით, კლიენტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მსოფლიოს წამყვანი კრიპტო ინვესტორებისა და კომპანიებისთვის საბაზრო გადაწყვეტილებების შესაქმნელად”, – განაცხადა Amber Group-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს.

”გასული კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა რეკორდული თვეები, როგორც კლიენტების ნაკადის, ასევე სავაჭრო ბაზრის წარმოების მოცულობებში.

ჩვენ ვაწარმოებთ ვაჭრობის მთლიანი მოცულობის 2-3%-ს და ვაგრძელებთ ზრდას. ჩვენი სავაჭრო მოცულობა გაორმაგდა და 250 მილიარდიდან 500 მილიარდამდე გაიზარდა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული”,- აღნიშნა მაიკლ ვუმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი