StormX–ის გენერალური დირექტორი: ბიტკოინის გავრცელების არეალის ზრდამ კრიპტოვალუტის ფასის მატება გამოიწვია

0
1181

StormX–ის გენერალური დირექტორის, სიმონ იუს თქმით, კრიპტოვალუტის მდგომარეობა 2021 წელს 2017 წლის აქტივობისგან განსხვავდება.

შექმნიდან დღემდე კრიპტო სივრცემ მრავალი დაბრკოლება გამოიარა. 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

თუმცა დღეს კრიპტო სექტორი გაფართოვდა დეცენტრალიზებული ფინანსების შეთავაზებებით. ამასთანავე, საცალო და ინსტიტუციური ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ გაზრდილი ინტერესის შედეგია, რომ ბიტკოინის მოხმარების არეალი გაფართოვდა და ფუნქციურად მეტად დაუახლოვდა ტრადიციულ ვალუტას.

ბიტკოინის გავრცელების არეალის ზრდამ კრიპტოვალუტის ფასის მოულოდნელი მატება გამოიწვია. შესადარებლად, 2017 წელს თუ ბიტკოინის ფასი 20,000 დოლარი იყო, წელს მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 65,000 დოლარი შეადგინა.

StormX–ის გენერალური დირექტორმა გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს ბოლოდროინდელი კვლევები შეაჯამა და დაადგინა რომ დღესდღეობით 2,3 მილიონ ბრიტანელ ახალგაზრდას აქვს კრიპტოვალუტა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე გაერთიანებულმა სამეფომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი