აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მათ შესაძლოა, მომავალ წელს გარკვეულ შეთანხმებას კიბერ უსაფრთოხების საკითხში მიაღწიონ.
არცერთმა ლიდერმა კრიპტოვალუტა სიტყვით გამოსვლის დროს არ ახსენა. თუმცა ორივე მხარემ გაამახვილა ყურადღება იმ 4,4 მილიონ დოლარზე, რაც მილსადენებზე კიბერშეტების შედეგად დაიკარგა და, რომლის ანგარიშსწროებაც ბიტკოინით მოხდა.
ბაიდენის თქმით, აღნიშნულ ჰაკერულ თავდასხმაზე ორივე მხარე იმუშავებს და მიიღებენ პასუხებს უახლოესი 6-12 თვის განმავლობაში, რაზეც იქნება მეტნაკლებად დამოკიდებული მომავალი თანამშრომლობის ბედი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბერში აშშ-მ რუსეთის კიბერ ოპერატორები კრიპტო ანგარიშების თაღლითობაში დაადანაშაულა. ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ აშშ-ს მოქალაქეების ვინაობა კრიპტო ანგარიშების გასახსნელად უკანონოდ მოიპოვეს.
შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა რუსეთის მოქალაქეს არტემ ლიფშიტს ინტერნეტ – კვლევითი სააგენტოს შვილობილი კომპანიის მართვისთვის, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნების ჩარევაში ადანაშაულებდა.
საჩივარში ნათქვამი იყო, რომ ლიფშიტი ხელმძღვანელობდა პროექტ Lakhta-ს, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ამ თანამდებობაზე მან უკანონოდ მოიპოვა აშშ-ს მოქალაქეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რომელიც საბანკო ანგარიშების, PayPal ანგარიშებისა და კრიპტოვალუტის ანგარიშების გასახსნელად გამოიყენა.