კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდას განაგრძობს

0
1278

ბოლო ორი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. ბაზრის ზრდა, რასაკვირველია, ბიტკოინის კურსზეც აისახა.

დიდი ხნის შემდეგ, გუშინ, ბიტკოინზე ვაჭრობა პირველად დაიხურა 40.500 დოლარზე.

14 ივნისს დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონე 40.978 დოლარს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი 41.000 დოლარის ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა.

ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 39.900-სა და 40.000 დოლარს შორის მერყეობს.

ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: ბიტკოინი – 43.3%, ხოლო ეთერიუმიმი – 17.4%.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი 3.000 დოლარის ნიშნულის დაბრუნებას ცდილობს. ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 3.86%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კი ალტკოინის ფასის ნიშნული 2.586 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 728 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი