გრეგ ვაისმანი: ბიტკოინის ფასის ვარდნა არც ისე ძლიერი იყო

0
1097

ილონ მასკის “მიდრეკილება” კრიპტო სივრცის ცვლილებისკენ გრძელდება. იგი Dogecoin-ის შემდეგ კვლავ ახალ მონეტას უშვებს.

ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა თავის “ტვიტერზე” გატეხილი გულის სიმბოლო და ბიტკოინი ერთად განათავსა. ამის მოჰყვა გლობალური კრიპტო შემოსავლების კლება. შედეგად კი ბიტკოინის მთლიანი ღირებულება, ამ “ტვიტის” შემდეგ, 100 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა.

“კვირის ბოლოს განხორცილებული გაყიდვა ფაქტობრივად ამის მაგალითი იყო”,- აღნიშნა საგადახდო ქსელის “მერკურიოს” მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა, გრეგ ვაისმანმა. მან ისიც დასძინა, რომ უკანასკნელი ვარდნა არც ისე ძლიერი იყო, როგორც სხვები.

”დიდწილად, ბიტკოინის ინვესტორები სწავლობენ ილონ მასკის “ტვიტერების” უგულებელყოფას და ეს აშკარად გამოიკვეთა, რადგან ფასის ვარდნა არც ისე დიდი იყო, როგორც ადრე ვნახეთ. ბიტკოინის ინვესტორები ცდილობენ შეინარჩუნონ ერთიანი დონე. ბიტკოინისთვის კი ეს კარგი დასაწყისია”,- განაცხადა გრეგ ვაისმანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი