Google-ი კრიპტოვალუტის რეკლამირების აკრძალვას აუქმებს

0
969

საძიებო გიგანტმა Google-მა კრიპტოვალუტის ბირჟებისა და საფულეების რეკლამირების შესახებ აკრძალვა გააუქმა.

აღნიშნული აკრძალვა კი კომპანიამ 2018 წელს დააწესა.

კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ აკრძალავა მოიხსნება 3 აგვისტოდან და კომპანიებს ან კერძო პირებს, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტის საფულეებს შეეძლებათ მათი სარეკლამო სერვისით სარგებლობა.

სარგებლობა შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა აშშ-ს კანონმდებლობის და თვითონ Google-ის სპეციალური პირობების გათვალისწინებით, რომელიც მალე მათ გვერდზე განთავსდება.

ამათგან ზოგიერთი მოთხოვნა უკვე გაჟღერდა Google-ის მიერ, მაგალითად ბირჟებისათვის აუცილებელი იქნება დარეგისტრირდნენ FinCEN-ში, რომელიც დააფიქსირებს როგორც თანხის გამცემ სარეგისტრაციო ლოკაციას მინიმუმ ერთ შტატში, ასევე მიმღებს სხვა შტატშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პოლიტიკა დადგენილ სერვისს არ ხდის ხელმისაწვდომს ყველასათვის, მაინც საკმაოდ ბევრია ისეთი კრიპტო ბიზნესი, რომელიც Google-ის რეკლამით ისარგებლებს:

მაგალითად, დეცენტრალიზებული სავაჭრო პროტოკოლები, რომლებიც თავისუფლად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მათი საქმიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი