ევროპის ცენტრალური ბანკი: ციფრული ევრო სხვა ციფრულ ვალუტებს კონკურენციას გაუწევს

0
1004

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მათ მიერ გამოშვებული ციფრული ევრო შესაძლოა, მეტად მოთხოვნადი გახდეს, რადგან მას ექნება საშუალება სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მიერ გამოშვებულ ვალუტებს კონკურენცია გაუწიოს.

ECB–ს ევროს ყოველწლიურ მიმოხილვაში, რომელსაც “ევროს საერთაშორისო როლი” ეწოდება ეკონომისტებმა მასიმო ფერარიმ და არნო მედმა გამოთქვეს შეშფოთება ციფრული ვალუტის ზრდის შესახებ, რომელსაც უცნობი “უცხოური ტექნიკური კომპანიები” ხელმძღვანელობენ. სავარაუდო ეჭვი გამოითქვა Facebook–ის Diem პროექტზეც.

”ნამდვილად შეშფოთების მიზეზია ის ფაქტი, რომ შიდა ტრანსსასაზღვრო გადასახადების წილში დომინირებენ უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც მომავალში ციფრული ვალუტის გამოშვებას გვთავაზობენ. ეს არამარტო საფრთხეს შეუქმნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას, არამედ ფიზიკური პირებიც და მოვაჭრეებიც დაუცველნი იქნებიან მცირე რაოდენობის დომინანტური პროვაიდერების მიმართ, რომლებსაც აქვთ ძლიერი საბაზრო როლი”,- ნათქვამია ეკონომისტების ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს შესახებ კონსულტაციები აპრილში დაასრულა.

ბანკის ციფრული ევროს შესახებ ჩატარებულმა საჯარო კონსულტაციამ, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, დაადასტურა ევროპის ცენტრალური ბანკის თავდაპირველი მოსაზრებები.

”ციფრული ევრო მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ ის ევროპელების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ციფრულმა ევრომ მოქალაქეთა მოლოდინები გაამართლოს”,- ნათქვამი იყო ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი