Polkadot ETP-ი შვედეთის საფონდო ბირჟაზე ოპერირებას იწყებს

0
1168

კრიპტო ფინანსურმა სამყარომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შესასვლელად.

ახლახანს Polkadot–ის მეშვეობით სავაჭრო პროდუქცია შევდეთის ბაზარზე გამოჩნდა. შესაბამისად, სკანდინავიის ბაზარზე ახლა ყიდვა-გაყიდვა DOT ETP-ზეც წარიმართება, რომელიც ოფიციალურად წარგენილი იქნება, როგორც VALOR POLKADOT (DOT) SEK-ი.

ETP არის კომპანიის Valor-ის პროდუქტი, რომელიც აწარმოებს ციფრულ აქტივებზე დაფუძნებულ ETP-ს.

პროდუქტის მოხმარება უკვე შესაძლებელია. კომპანია, სახელწოდებით DeFi Technologies-ი, Valour–ის მშობლიური კომპანიაა.

”ეს განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია Polkadot-ის პროტოკოლისთვის, მისი სამომავლო ფუნქციონირების დაწყებით, რაც გაზრდის მის მასშტაბს. Valor DOT SEK–ის ჩვენმა გამოხმაურებამ პირდაპირი რეაგირება მოახდინა როგორც საცალო, ასევე ინსტიტუციური ინვესტორების მოთხოვნაზე”,- განაცხადა Valour-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დაიანა ბიგსმა.

აღსანიშნავია, რომ Binance Labs-მა Polkadot-ის ეკოსისტემაში 2.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

Binance Labs–მა მოახდინა 2,4 მილიონი დოლარის მობილიზება, Polkadot პროტოკოლზე დაფუძნებული “ჭკვიანი კონტრაქტების”, Plasm Network-ის A რაუნდის დასაფინანსებლად. Plasm Network–ის დაფინანსების რაუნდი არის პირველი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა Binance Labs–ის 10 მილიონი დოლარის ფონდის გამოყენებით, Polkadot– ის ეკოსისტემის პროექტების მხარდასაჭერად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი