მარკ კუბანი ციფრული ვალუტის სექტორში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს

0
1229

მილიარდერმა ინვესტორმა მარკ კუბანმა ციფრულ პლატფორმას “პოლიგონს” მხარი დაუჭირა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვილი ინვესტორები ციფრული ვალუტის ბაზრის რყევის მიუხედავად, ინვესტიციებს მაინც აქტიურად ახორციელებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მარკ კუბანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციფრული ვალუტის აქტიური მხარდამჭერი გახდა.

ცოტა ხნის წინ, როდესაც ილონ მასკმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ბიტკოინის მიღება ეკოლოგიური პრობლემების გამო, კუბანმა თქვა, რომ მისი Dallas Mavericks-ი ციფრული ვალუტის გადახდის ფორმად მიღებას განაგრძობს.

Dallas Mavericks–ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა ადრე ისიც განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.

“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი