ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრიპტო კომპანიების კაპიტალი ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად იზრდება.
ცოტა ხნის წინ, Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომანია SIRQLMA, რომელიც სიდიდთ მეორე სტაბილკოინის, USDC-ს შემქმნელია, 440 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კერძო კაპიტალის, ინსტიტუციური და სტრატეგიული ინვესტორებისგან მოიზიდა, რაც მას სიის პირველ ნომრად გახდომის საშუალებას აძლევს.
მეორე ადგილის დაკავება ციფრული ვალუტის მაინინგის მიმწოდებელმა კომპანიამ, Bitmain-მა მოახერხა, რომელიც 2018 წელს ერთ-ერთ უმსხვილეს დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდა, რა დროსაც 422 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა.
BlockFi იკავებს მესამე ადგილს 350 მილიონიანი რაუნდით. Dapper Labs-ი და Blockchain.com-ი მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან, შესაბამისად, 305 და 300 მილიონი დოლარის ინვესტიციებით.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სიის 12 უმსხვილესი ინვესტიციიდან 5 მათგანი 2021 წელს განხორციელდა.