ესპანეთის საფეხბურთო გუნდი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

0
1176

ესპანეთის ეროვნული ფეხბურთის გუნდი გულშემატკივართა ტოკენის გამოშვებას თურქულ პლატფორმაზე იწყებს.

საფეხბურთო გუნდი დაიწყებს ტოკენის გამოშვებას ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციასა და თურქულ Blockchain პლატფორმას Bitci Technology-ს შორის თანამშრომლობის წყალობით. სიმბოლო განთავსდება Bitcichain–ზე და ყველა ტექნიკური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილი იქნება Bitci Technology–ით.

შესაბამისად, Bitci Technology იქნება გუნდის ექსკლუზიური Blockchain პარტნიორი.

პარტნიორობა Bitci-ს ასევე აქცევს ესპანეთის ნაკრების მაისურის ლოგოს სპონსორად.

Bitci Technology-ის დამფუძნებელმა, ჩაგდაშ ჩაგლარმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდი დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო ფეხბურთზე.

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ხაზი გაუსვა უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობას და აღნიშნა: ”ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მეტი შესაძლებლობა და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოში მასშტაბით ერთმანეთთან დავაკავშიროთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი