Mastercard-ის გამოკითხვა: ათიდან ოთხი ადამიანი კრიპტოვალუტის გამოყენებას აპირებს

0
1144

საკრედიტო ბარათების გიგანტის, Mastercard-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ათიდან ოთხი ადამიანი კრიპტოვალუტის გამოყენებას მომდევნო წლის განმავლობაში აპირებს. გამოკითხვაში მონაწილეობა 18 ქვეყნის მასშტაბით 15.500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

რესპონდენტებმა გამოკითხვაში თავისი აზრი დააფიქსირეს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან, შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიის რეგიონიდა.

კვლევის თანახმად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 67% ახლა უფრო მზადაა კრიპტოვალუტის გამოყენებისთვის, ვიდრე ერთი წლის წინ. გარდა ამისა 77% დაინტერესებულია კრიპტოვალუტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიიღებით, ხოლო 75% თანახმაა, რომ გამოიყენებს ციფრულ ვალუტას, თუ მათ უკეთ ეცოდინებათ მისი მუშაობის პრინციპები.

ასაკობრივი დიაპაზონის განსაზღვრა გამოკითხულ რესპონდენტებში მოხდა აშშ–ს აღწერის ბიუროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს რომ გამოკითხულთა ასაკი მერყეოდბდა 21-დან 39 წლამდე.

კრიპტოვალუტებზე წვდომის გაფართოების ნაბიჯი უკვე დაწყებულია, თებერვლის შუა რიცხვებში Mastercard–მა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერს ციფრული ვალუტით გადახდას თითქმის ერთი მილიარდი მომხმარებლისთვის 30 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი