ვიტალიკ ბუტერინი ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერია

0
1422

ეთერიუმის შექმნელი ვიტალიკ ბუტერინი, 27 წლის ასაკში მილიარდერი გახდა. ის ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერია.

ვიტალიკ ბუტერინი ამჟამად 333.500 ეთერიუმს ფლობს. გუშინ კრიპტოვალუტის ფასმა რეკორდულ დონეს, 3.500 დოლარს მიაღწია. შესაბამისად, ვიტალიკ ბუტერინი 1,1 მილარდ დოლარზე მეტის მფლობელი გახდა.

2021 წლის დასაწყისში ბაზრის კვლევის გლობალურმა კომპანია Fundstrat–ის სტრატეგმა, დევიდ გრიდერმა ეთერიუმის შესახებ კომენტარი გააკეთა. გრიდერმა აღნიშნა, რომ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კურსი შეიძლება შვიდჯერ გაიზარდოს.

იანვარში ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 1.430 დოლარს შეადგენდა. ეს იყო იმ დროისთვის დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვიტალიკ ბუტერინი ეთერიუმს ქველმოქმედებისთვისაც იყენებს. ცოტა ხნის წინ, მან 100 ეთერიუმი ინდოეთის COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხა. ბუტერინმა შემოწირულობა გაიღო კრიპტოვალუტის პლატფორმაზე, Gnosis Safe-ზე.

ეთერიუმის Blockchain-ზე განხორციელებული საზოგადოებრივი ტრაზაქციები აჩვენებს ორ გადარიცხვას, რომელიც ვიტალიკ ბუტერინის ერთ-ერთი საფულედან მოდის. ეთერიუმის შემქმნელმა დახმარების ფონდში 100 ეთერიუმი და 100 MKR გადარიცხა, რაც დაახლოებით 220,000 და 400,000 დოლარის ექივალენტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი