კრიპტოვალუტის კურსმა დაიწია: ფასების მცირე მიმოხილვა

0
3276

ხუთშაბათს, 15 მარტს ბიტკოინი 8.000, ხოლო ეთერიუმი 600 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კრიზისი, სავარაუდოდ Google-ის ფინანსური პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია. Google-ის განცხადების თანახმად, 2018 წლის ივნისში ყველა კრიპტოვალუტის რეკლამა აიკრძალება.

coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ეთერიუმის ფასი 15 მარტს 604 დოლარი იყო. კაპიტალიზაციამ კი, 59.394 მილიარდი შეადგინა. ბოლო პერიოდში ეთერიუმის კურსი 700 დოლარზე ქვემოთ 5 ​​თებერვალს ჩამოვიდა, როცა 1 ეთერიუმი 695 დოლარი ღირდა.

როგორც ჩანს, ლაიტკოინიც არ იმყოფება შესაშურ მდგომარეობაში. 24 საათის განმავლობაში ლაიტკოინის ფასმა 3%-ით დაიწია. ხუთშაბათს ლაიტკოინის ღირებულება 162 დოლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალიზაციამ 9 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: გუშინ, 1 ბიტკოინ Cash-ი 923 დოლარი ღირდა, კაპიტალიზაციამ კი, 15 მილიარდს გადააჭარბა.

მიუხედავად Google-ის მხრიდან ასეთი ნაბიჯისა, რამაც გარკვეულწილად, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა გამოიწვია, ამ კვირაში პოზიტიური მოვლენებიც მოხდა.

მობილურმა აპლიკაციამ Square Cash-მა ბიტკოინის ყიდვისა და გაყიდვის სერვისი დაამატა.

კომპანია Circle-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის საინვესტიციო აპლიკაციას-Circle Invest-ს ქმნის, რომელიც ამერიკის 46 შტატში იქნება ხელმისაწვდომი. Circle-მა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია BitLicense-სს დაუკავშირდება, რათა აპლიკაციის მიღება ნიუ-იორკერებმაც შეძლონ.

გუშინ, 14 მარტს, სენატში მოსმენა კრიპტოვალუტის შესახებ მიმდინარეობდა, სადაც Coinbase-ის იურიდიული და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული ამჟამინდელი რეგულაციები ტექნოლოგიური ინოვაციებს ზიანს აყენებს.

სულ ბოლოს კი, შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის მიღების მზაობა Playboy-მ გამოთქვა. კომპანიამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ონლაინ გადახდის საფულეს ქმნის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი