Fortune 500 და Accenture-ი სტაბილკოინის საცდელ ოპერაციებს ჩაატარებენ

0
1078

კომპანიები Fortune 500 და Accenture-ი ციფრული დოლარის ფონდთან გაერთიანდა, რათა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ოპერაციები ჩაატაროს. ციფრული დოლარის პროექტი სტაბილკოინის ხუთ საპილოტე პროგრამას მომდევნო 12 თვის განმავლობაში განახორციელებს.

სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ და ციფრული დოლარის ფონდის თანადამფუძნებელმა, კრისტოფერ ჯანკარლომ ხაზი გაუსვა სტაბილკოინის შესახებ აშშ-ს მონაცემების ნაკლებობას.

”სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების საფუძველზე მსოფლიოში ყოველ კვირას ტარდება კონფერენციები და ქვეყნდება ნაშრომები სტაბილკოინების შესახებ. არსებობს რეალური საფუძველი, მონაცემების ტესტირებებზე დაყრდნობით, რომ მომავალი დებატები იყოს ინფორმირებული. ჩვენ ვცდილობთ ეს მონაცემები მივიღოთ და გავაანალიზოთ”,- განაცხადა კრისტოფერ ჯანკარლომ.

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ფინანსური მომსახურების კომიტეტის სხდომაზე, ფედერალური რეზერვების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერომ პაუელმა ციფრული დოლარის შესახებ განაცხადა:

”ეს იქნება ის წელი, როდესაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზოგადოებასთან, მათ შორისაა რამდენიმე საზოგადოებრივი ღონისძიება, რომელზეც ვმუშაობთ. ამასობაში, ჩვენ განვიხილავთ ტექნიკურ გამოწვევებს და ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს სხვა ცენტრალურ ბანკებთან, რომლებიც ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავენ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი