გასართობი ინდუსტრია Blockchain-ში ინტეგრირდება

0
1766

კორონავირუსულმა პანდემიამ ხელი შეუწყო ვირტუალურ გასართობ ინდუსტრიას და აამუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული პროგრამები, რათა დასვენების დროს საზოგადოებას გართობის საშუალება ჰქონდეს.

კაზინო Decentral Games–მა და Ibiza–ს კლუბ Amnesia–მ განაცხადეს ახალი პარტნიორობის შესახებ და დაიწყეს ორი ვირტუალური პროგრამის შექმნა, რომელთა სახელწოდებაც ასე ჟღერს: Amnesia Experience-ი და Amnesia Hype-ი. პარტნიორები ელიან, რომ წელს მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებენ ძირითადად ბილეთების გაყიდვებიდან, NFT–ებით და რეკლამით.

თითოეული მიიღებს შემოსავლის 45%-ს, დანარჩენი 10% კი ღონისძიების ორგანიზატორს გადაეცემა, რომელთანაც ამაჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც, სათამაშო სივრცეებში ნელ-ნელა ჩნდება დასვენების და გართობის სხვადასხვა საშუალება, იქნება ეს კაზინო თუ სხვა ვირტუალური გასართობები.

Decentral Games-ი გეგმავს სტუმრებს რეალურ დროში შესთავაზოს მუსიკალური ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი დიჯეები ლაივ სტრიმების საშუალებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი