ჩინეთის საინვესტიცო ჯგუფი Blockchain-ის განვითარებას ხელს შეუწყობს

0
2549

ჩინეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ასოციაცია ქვეყანაში Blockchain-ის განვითარებაზე იზრუნებს.

გლობალური Blockchain-ის ინვესტიციისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის თანახმად, ჩინეთის საინვესტიციო ასოციაციის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელს უწყობს შიდა საინვესტიციო პროექტებს და უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ახლა Blockchain-ის განვითარებისთვის იზრუნებს.

ჩინეთის საინვესტიციო ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ასოციაციამ Blockchain-ის მზარდი პოპულარობა შეამჩნია. შედეგად, ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს და გარკვეული სტანდარტი ჩამოაყალიბოს Blockchain ინდუსტრიის განსავითარებლად.

ამ ეტაპისათვის, უცნობია დაფინანსების წყარო, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი.

ახალი დაფინანსების ცენტრი, რომელიც საინვესტიციო ასოციაციის საგარეო საინვესტიციო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება, მომავალში უცხოურ Blockchain პროექტებთან თანამშრომლობას გეგმავს. ამასთანავე, ცენტრი ქვეყანაში მაღალ დონეზე სხვადასხვა Blockchain ინიციატივასაც განახორციელებს.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული ცენტრი Blockchain-ით დაინტერესებულ პირებსა თუ კომპანიებს საკონსულტაციო მომსახურებასაც გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ კომიტეტის შექმანს გეგმავს, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის სტანდარტებს ეროვნულ დონეზე შეიმუშავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი