სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებს პირადი ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალებათ

0
1357

სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიის თავმჯდომარემ, ეუნ სუნგ-სუმ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც, აგრეთვე, არიან კრიპტო ინვესტორები, 7 მაისამდე ანგარიშების წარდგენა მოსთხოვა.

მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან მოხსენებას, არიან ისინი, ვინც ციფრული ვალუტის ტექნიკურ საკითხში კარგად არიან გარკვეულები და პასუხისმგებელნი არიან კრიპტოვალუტის კანონების შემუშავებასა და გამოყენებაზე.

“ტრადიციულ ფინანსურ რეგულაციებთან შედარებით რომელიც გავრცელებული იქნება მოსახლეობასა და მარეგულირებლის თანამშრომლებზე, შედარებით “მსუბუქი” რეგულაციები გავრცელდება აღმასრულებელ საბჭოზე”,-აღნიშნულია “კორეა თაიმსის” სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან საკუთარი ფინანსების შესახებ განაცხადონ, ისინი მაინც სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით, რაც მათ მიერ ინფორმაციის პირველწყაროსთან კავშირით განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში თუ აღმასრულებელი საბჭოს წევრები სპეკულაციას დაიწყებენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ისინი მიიღებენ ორმაგ ჯარიმას, ერთი მარეგულირებლის კანონის, ხოლო მეორე სამთავრობო კანონების დარღვევისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი