კრიპტობირჟა TeraBlock-ი ახალ ინტერფეისს ქმნის

0
1120

TeraBlock–მა ახალი ინტერფეისის შესაქმნელად 2.4 მილიონი დოლარი მიიღო.

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, TeraBlock–მა დაფინანსების რაუნდის დასრულების შესახებ განაცხადა.

განცხადებაში TeraBlock–მა აღნიშნა, რომ მან 2.4 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მსხვილი ინვესტორებისგან მიიღო. ინვესტორ კომპანიებს შორის არიან: AU21 Capital-ი, Blockchain.com-ი, Blocksync Ventures-ი, BTX Capital-ი, CryptoDormFund-ი და სხვები.

”ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მოთხოვნა, რომელიც საჭიროებს უფრო მარტივი გამოსავლის არსებობას კრიპტოვალუტის ეკოსისტემის მომხმარებლებისთვის. TeraBlock-ს შეუძლია დაეხმაროს ახალბედა კრიპტო მომხმარებლებს. მათთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტს და მახასიათებლებს ერთ პლატფორმაზე განათავსებს”,- აღნიშნა TeraBlock-ის კომერციულმა ოფიცერმა.

კრიპტო დამწყებთათვის TeraBlock-ის ახალ ინტერფეისს შეუძლია ავტომატურად შეიძინოს და გაყიდოს გარკვეული კრიპტოვალუტები რისკის ანაზღაურების ინდექსის საფუძველზე, რომელსაც მომხმარებელი აირჩევს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ TeraBlock-ი Binance Cloud–თან პარტნიორობის შედეგად დაფუძნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი