სამხრეთ კორეის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტი, “შინჰან ბანკი”, ცოტა ხნის წინ, გაკეთებულ განცხადებაში იუწყებოდა, რომ მომხმარებლებისაგან ხშირად მოდიოდა საჩივრები მომსახურების სიჩქარისა და პირობების შესახებ. შესაბამისად, მათმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეერთებოდა Hedera-ს ქსელის მმართველ საბჭოს.
აღნიშნული გაერთიანება უზრუნველყოფს ბანკისათვის ქსელის გაუმჯობესებას. გაუმჯობესება გულისხმობს მომხმარებლების პრეტენზიების სრულად დაკმაყოფილებას და, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო დონეზე ტრანზაქციების სიჩქარის მკვეთრ ზრდას. ბანკი ასევე დაინტერესებული იყო Hedera-ს ქსელის ციფრული მოღვაწეობით.
”Hedera–ს საჯარო მომსახურების ტექნოლოგიები ცალსახად შეეფერება ფართოდ გამოყენებული სერვისის საჭიროებებს, რაც უნდა იყოს სწრაფი, სამართლიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლების მიერ მოთხოვნილი კონტროლი და ხილვადობა”,- განაცხადა “შინჰან ბანკის” წარმომადგენელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბანკისათვის უცხო არ არის განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიები. 2017 წლიდან ბანკი ამ ტენოლოგიას სხვადასხვა მომსახურების გასაწევად იყენებდა.
შეგახსენებთ, რომ “შინჰან ბანკი” მსოფლიოში 61-ე ადგილზეა 478.5 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებით.