გერმანიის მარეგულირებელმა შესაძლოა, ლაიტკოინზე მომუშავე ETC Group-ს მუშაობის ნებართვა მისცეს

0
1227

გერმანიის ფედერალურმა ზედამხედველობის ორგანომ შესაძლოა, ლაიტკოინზე მომუშავე ETC Group-ის პროდუქცია დაამტკიცოს.

თუკი გერმანიის მარეგულირებელმა კომპანიას ლიცენზია მიანიჭა, მაშინ ბაზარზე ETC Group-ი პირველი კომპანია იქნება, რომელსაც ზედამხედველობის ორგანომ მუშაობის ნება დართო.

ETC Group-ი არის ლონდონში დაფუძნეული კომპანია, რომელიც აწარმოებს ვაჭრობას კრიპტო ბირჟებზე. კომპანია ამ ეტაპზე ცდილობს სავაჭრო არეალების გაფართოვებას. გერმანიაში ისინი Xetra-ს ციფრულ საფონდო ბირჟაზე ცდილობენ მოხვედრას. თუმცა ETC ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ პროდუქტის გაყიდვა Deutsche Börse Xetra–ზე ამ კვირაში დაიწყებოდა.

”ამჟამინდელმა ეკონომიკურმა გაურკვევლობამ დაგვანახა ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტის მნიშვნელობა. ციფრული ვალუტები ტრადიციული აქტივებისგან დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს გვთავაზობენ. კრიპტოვალუტა ინფლაციის წინააღმდეგ კი იდეალური საშუალებაა. ტრადიციული ბაზრები არამყარი დარჩება გარკვეული დროის განმავლობაში, რაც აძლიერებს მოთხოვნას ალტერნატივებზე, როგორიცაა კრიპტოვალუტები”,-აღნიშნა ETC ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ბრედლი დუკმა.

უნდა აღინიშოს, რომ როგორც სიდიდით მეცხრე კრიპტოვალუტა, რომლის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ დოლარზე მეტია, Litecoin–მა ზოგიერთი საინვესტიციო კომპანიის ყურადღება უკვე დიდი ხანია მიიპყრო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი