Goldman Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინის რეგულაცია საჭიროა

0
1214

Goldman Sachs–ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის რეგულაციები “დიდი ევოლუციისთვის” საჭიროა. დევიდ სოლომონმა “დიდი ევოლუცია” უწოდა იმას, თუ როგორ არეგულირებს შეერთებული შტატების მთავრობა ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით.

CNBC-სთან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს კითხვები ბიტკოინის მიღებაზე დაუსვეს. აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით აკვირდება ციფრულ ვალუტებს კლიენტების მხრიდან კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე.

”ჩვენ ვაგრძელებთ ციფრულ ვალუტასა და ფულის დიგიტალიზაციაზე ფიქრს. ამავე კონტექსტში, ჩვენ ვთანამშრომლობთ კლიენტებთან და ამ ყველაფერს ვუყურებთ ისე, რომ განვსაზღვროთ, თუ რა სჭირდებათ ჩვენს კლიენტებს”,- აღნიშნა Goldman Sachs–ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ​

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში კომპანიის უფროსმა თავმჯდომარემ, ლოიდ ბლანკფეინმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები უნდა იყვნენ ჰიპერაქტიურები.

თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ მონიტორინგი სხვადასხვა სახის მკაცრ აკრძალვაში არ უნდა გადაიზარდოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი