Marathon Digital-ის კაპიტალი გაიზარდა

0
1236

Marathon Digital-ის ფონდის კაპიტალი მას შემდეგ იმატებს, რაც კომპანიამ ბიტკოინის მაინინგი გააქტიურა.

კომპანიის ციფრული ჰოლდინგის აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის მომპოვებელმა პირველ კვარტალში გამოაცხადა მაინინგის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას მნიშვნელოვანი ზღვრით გაზარდოს თავისი წილი ბიტკოინში. Marathon Digital–ის საფონდო ზრდა 15,8%–ზე დაიხურა და 56,56 დოლარი შეადგინა.

დღესდღეობით კრიპტოვალუტის მაინინგის მარაგი 17.1%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, Marathon Digital-ის აქციების ფასიც იმატებს. შედარებისთვის, ტექნოლოგიაზე ორიენტირებული Nasdaq Composite-ის ინდექსი ორშაბათს 1,7%-ით გაიზარდა.

ამასობაში, Bitwise 10 Crypto Index Fund-ი 1.9%-ით დაწინაურდა. ამჟამინდელი მნიშვნელობით, Marathon Digital–ის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 5,6 მილიარდ დოლარს, რაც მას უდიდეს კრიპტო მომპოვებლებს შორის ადგილს უმყარებს.

როგორც ცნობილი გახდა, Marathon Digital-ს მარტის ბოლოს უკვე 196 ბიტკოინი ჰქონდა მოპოვებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი