ტაილანდის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ტესტირებას 2022 წელს დაიწყებს

0
1276

ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა დაადგინა საცალო ვაჭრობის ციფრული ვალუტის დღის წესრიგი. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილი გახდა, წინასწარი ტესტირების პროტოკოლების დაწყება დაგეგმილია 2022 წლის მეორე კვარტალში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას შემოთავაზებული სტაბილკოინის შესახებ კომენტარის გაკეთება შეუძლია.

ამასთანავე, ტაილანდის ცენტრალური ბანკი ამტკიცებს, რომ კერძო სტაბილური მონეტები საფრთხეს უქმნის მონეტარულ სუვერენიტეტს და ფინანსურ სტაბილურობას. მართლაც, ჯერ კიდევ მარტში, ტაილანდის უდიდესმა ბანკმა მიიჩნია Thai Baht Digital-ი არალეგალურად.

Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ.

იმ დროს, ცენტრალურმა ბანკმა გამოიყენა ადგილობრივი კანონი, რომლის მიხედვითაც, სხვა ბანკს გარდა ტაილადის ბანკისა, ეკრძალება ვალუტის გამოცემა.

ტაილანდის ბანკის ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური ბანკი დაიწყებს სტაბილკოინის განვითარების მცდელობას დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობით, რასაც მოჰყვება ხარჯების და სარგებლის ანალიზი, სუვერენულ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული შესაძლებლობების, რისკების და გამოწვევების დასადგენად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი