მაიამის მერი: მაინინგისთვის შესაძლოა, განახლებადი ენერგია გამოვიყენოთ

0
1182

მაიამის მერმა, ფრენსის სუარესმა ჟურნალისტ ლორა შინთან ისაუბრა იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ბიტკოინის მოპოვებას ეხება.

მერის აზრით, სამწუხაროდ, ხშირად ბიტკოინის მოპოვება არაკანონიერ საქმიანობასთან ასოცირდება. ამ მოსაზრების არგუმენტი არალეგალურად მითვისებული ჭარბი ელექტროენერგიაა.

ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ აშშ-მ უნდა გააუმჯობესოს განახლებადი ენერგიის წყალობით ბიტკოინის მოპოვების ბიზნესი.

”სარგებელი იქნება კრიპტო საზოგადოებისთვის, თუ ჩვენ მაინინგის საქმიანობას გავაძლიერებთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ “სუფთა ენერგია”. ასევე მომავალში ვნახავთ მზის ენეგიაზე მუშაობის მაგალითებსა და სხვა სახის “სუფთა ტექნოლოგიას”. ჩემი აზრით, ტექნოლოგიები გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ბიტკოინის მოპოვება უფრო ეფექტური და მიმზიდველი გავხადოთ”,-აღნიშნა ინტერვიუს დროს მაიამის მერმა.

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, აშშ-ში მაინინგი მნიშვნელოვან ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. ამის დასტურია კრიპტო კომპანია Bitmain-ის მაინინგის სასერთიფიკატო კურსების შემოღება, რომელიც აშშ-ში 2020 წლის მაისიდან მოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი