ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკის ციფრული ვალუტა, Sand Dollar-ი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს სრულ ურთიერთქმედებას სხვადასხვა საფულის პროვაიდერებს შორის.
ბანკი აცხადებს, რომ Sand Dollar-ი მკაცრი კიბერ უსაფრთხოების შეფასებას ექვემდებარება.
”ცენტრალური ბანკი უახლოეს მომავალში დაასრულებს ციფრული ინფრასტრუქტურის ტექნიკურ ინტეგრაციას კომერციულ საბანკო სისტემასთან. ეს დაამყარებს კავშირებს საფულეებსა და საბანკო დეპოზიტების ანგარიშებს შორის. ამით კი მომხმარებლებს საშუალება მიეცემა თანხები ორივე მიმართულებით გადარიცხონ”, – აღნიშნულია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
2020 წლის ოქტომბერში, Sand Dollar-ი გახდა პირველი სტაბილკოინი მსოფლიოში, რომელიც გასცდა საპილოტე ეტაპს და მიაღწია ოფიციალურ გაშვებას.
ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ციფრული ვალუტა ბაჰამის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოშვებისთანავე, ხოლო კომერციულ საბანკო სისტემასთან ინტეგრაცია ექვემდებარება თანდათანობით გავრცელებას. ბანკის თანახმად, ამ ინტეგრაციის დასრულება ახლა გარდაუვალია.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი Mastercard-თან თანამშრომლობას იწყებდა.