საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელის თქმით, კრიპტო სექტორი უფრო მეტ რეგულაციას მოითხოვს.
ბანკის გენერალური მენეჯერი, აგუსტინ კარსტენსი ითხოვს კიდევ უფრო მეტი რეგულაციის მიღებას, რადგან მისი თქმით, ისეთი ციფრული ვალუტა როგორიცაა ბიტკოინი, ოპერაციებს არსებული ფინანსური ინსტიტუტების გვერდის ავლით აწარმოებს.
CNBC–სთან ინტერვიუში, გენერალურმა მენეჯერმა განსაზღვრა ის საფრთხეები, რომლებიც კრიპტოვალუტას უკავშირდება.
საფრთხეებში მოიაზრება: ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. ამის საფუძველზე აგუსტინ კარსტენსი დამატებით რეგულაციებს ითხოვს.
მისი აზრით, კრიპტოვალუტა მსოფლიოში უფრო ცნობილია კრიმინალური კუთხით, ვიდრე ალტერნატიული სავალუტო სისტემით.
ამასთანავე, Blockchain კომპანიები განაგრძობენ მუშაობას მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა უზრუნველყონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კრიმინალური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო დამნაშავეები მრავალ ქვეყანაში უკვე არიან გადაცემული სასამართლოს და მიმდინარეობს მათი საქმეების განხილვა, აგუსტინ კარტესი მაინც ითხოვს, რომ რეგულირების სისტემას ბანკები და მთავრობები მეტი სერიოზულობით მოეკიდონ.