Glassnode-ი აცხადებს, რომ კრიპტო ბაზარზე ახალი “გიგანტი ინვესტორები” გამოჩდნენ.
კრიპტო გიგანტებმა თებერვალში მიიღეს განსაკუთრებით დიდი მოგება, ვინაიდან ბიტკოინი რეკორდულ ფასის ნიშნულს რამდენიმეჯერ ასცდა.
Glassnode-მა გააკეთა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დადგინდა ბაზარზე ინვესტორების საერთო რაოდენობის ზრდა. აღმოჩნდა, რომ “კრიპტო გიგანტის” სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა 10,000 ერთეულზე მეტი ბიტკოინის ფლობა. მსგავსი პირებისა და კომპანიების რაოდენობა თებერვლის დასაწყისიდან დღემდე 14%-თ გაიზარდა.
ინვესტორებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა იანვრის თვე, რადგან პროგნოზების უმრავლესობა ბიტკოინის ფასის ზრდაზე მიუთითებდა. შესაბამისად, მათი ყიდვისუნარინობა და სურვილი გადაეტანათ ან განეხორციელებინათ ნაწილობრივი ინვესტიცია ბიტკოინში საგრძნობლად გაიზარდა.
იანვრის თვეში დაახლოებით 3.84 მილიარდი დოლარის ბიტკოინი იქნა შესყიდული, რაც დაახლოებით 80,000 ერთეულია.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის მიწურულს, ბიტკოინის კურსის მატებასთან ერთად, Glassnode-მა ბიტკოინის ახალი მისამართების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა.
Glassnode–ის თანახმად, პირველად 2018 წლის იანვრის შემდეგ, საათში რეგისტრირებული ახალი ბიტკოინ მისამართების რაოდენობამ თითქმის 25,000 მისამართს მიაღწია.