ბრედ სმიტი: Microsoft-ი ბიტკოინის შესყიდვას არ აპირებს

0
1314

სიდიდით მეორე კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, Microsoft-ი აშკარად არ გეგმავს მოკლევადიანი ინვესტიციების განთავსებას ბიტკოინის ბალანსზე.

აღნიშნულზე კომპანიის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა ისაუბრა CNN–ის რეპორტიორ ჯულია ჩატერლისთან ინტერვიუში. კითხვაზე, განიხილავს თუ არა Microsoft-ი კრიპტოვალუტის შესყიდვას მას შემდეგ, რაც Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, პრეზიდენტმა უპასუხა:

”ბიტკოინის შესახებ საუბარი არ გვქონია კომპანიაში. ნება მომეცით უბრალოდ ვთქვა, თუ ჩვენ შევიცვლით ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკას ბიტკოინზე, თქვენ იქნებით პირველი ან მეორე ვინც ამის შესახებ შეიტყობს”.

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ Microsoft–ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეითსმა ბიტკოინთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

CNBC-ის Squawk Box-თან ინტერვიუს დროს გეითსმა განაცხადა, რომ მას ბიტკოინში არც ინვესტიცია განუხორციელებია და არც სურდა რაიმე პროგნოზებზე საუბარი.

“მე არ ვარ ბიტკოინის მფლობელი. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია მაქვს. მოთხოვნის საფუძველზე ბიტკოინის ფასი შეიძლება გაიზარდოს ან პირიქით, კლებისკენ წავიდეს. მე არ მაქვს იმისი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი