ილონ მასკი ბიტკოინს უფრო სარფიან ფინანსურ აქტივად მიიჩნევს, ვიდრე ნაღდ ფულს

0
1273

Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სულელი თუ იტყვის უარს ინვესტიციის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე.

ილონ მასკმა უპასუხა Binance-ის გენერალური დირექტორის, Changepeng Zhao-ს მიერ Bloomberg-სთვის გაკეთებულ კომენტარს. Changepeng Zhao-მ გაკვირვება გამოხატა Tesla-ს აღმასრულებლის განცხადებაზე, რომელიც Dogecoin-ს შეეხებოდა.

მან იგულისხმა, რომ ილონ მასკის მხრიდან კომპანიის 7,7% ბიტკოინში დაბანდება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ის არის ბიტკოინის გულმხურვალე გულშემატკივარი და მხარდამჭერი.

ილონ მასკმა კი აღნიშნულ კომენტარს “ტვიტერის” საშუალებით უპასუხა და განაცხადა, რომ კომპანია Tesla-ს ინვესტიცია მთლიანად არ გამოხატავს მის აზრს და დამოკიდებულებას.

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ აქტივების ლიკვიდურობის მეტი შესაძლებლობაა. მისი თქმით, ბიტკოინში ინვესტიციის განხორციელებით ის მეტ სარგებელს ხედავს, ვიდრე ნაღდი ფულის ფლობით.

შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ Tesla-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნა: “2021 წლის იანვარში განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს კი უფრო მეტ მოქნილობას მოგვცემს ფულადი სახსრების შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ბიტკოინის შესყიდვის მიზნით. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბიტკოინით გაიყიდოს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი