Coinbase–ის ყოფილი უფროსი ოფიცერი, ბალაჯი სრინივასანი ფიქრობს, რომ ინდოეთის კრიპტოვალუტის მოსალოდნელი აკრძალვა ინტერნეტის აკრძალვის მსგავსია.
The CapTable–სთან ინტერვიუში ბალაჟი სრინივასანმა აღნიშნა, რომ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის საბანკო აკრძალვა ვაჭრობის შემოსავალს აზიის მიმდებარე ბაზრებზე გადაამისამართებს, რაც ინდოეთისთვის დაახლოებით ტრილიონი დოლარის შეცდომას წარმოადგენს:
”მართლაც მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვა არ უნდა მოხდეს. გაზვიადების გარეშე, ეს ტრილიონ დოლარად დაგვიჯდება”.
რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მოსალოდნელი აკრძალვა უკვე მოახლოვდა. გაირკვა ისიც რომ, კრიპტოვალუტის მფლობელებს სამიდან ექვს თვემდე ექნებათ საშუალება თავიანთი სახსრები იურიდიულ საშუალებად გადააქციონ. აკრძალვის შემდეგ ციფრული ვალუტის ფლობა, მაინინგის საქმიანობა და კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელება უკანონო საქმიანობად გამოცხადდება.
შეგახსენებთ რომ, კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი იანვრის ბოლოს შევიდა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად. კანონპროექტი ასევე მიმართულია ოფიციალური ციფრული ვალუტის შექმნისკენ. სტაბილკოინს ინდოეთის სარეზერვო ბანკი გასცემს და გააკონტროლებს.