საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს

0
1241

Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა.

ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება.

რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე.

მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული.

რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს:

”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”.

შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით.

ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი